ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საუბარია პირზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს.

"აღსანიშნავია, რომ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირის მონაწილეობით, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დაკავებული, მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და გამოირჩეოდა აგრესიულობით.

აღნიშნული ქმედების გამო, ნ.მ. დაკავებულ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩადენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.ნ-ს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 4000 ლარის ოდენობით.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მარნეულში ავტომობილი მდინარე ალგეთში გადავარდა
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს