თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა.
მედიაში გავრცელდა დონალდ ტრამპის სურათები, სადაც მას, სავარაუდოდ, თვალები აქვს დახუჭული ოვალურ კაბინეტში მედიასთან შეხვედრის დროს. ამ დროს დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები წონაში კლებისთვის საჭირო მედიკამენტების ფასების შემცირებაზე აკეთებდნენ განცხადებას.
როგორც „სიენენი“ წერს, ვიდეოში ჩანს, რომ გარკვეულ მომენტებში დონალდ ტრამპს თვალები დახუჭული ჰქონდა, ხოლო შემდეგ ის ცდილობდა თვალების გახელას.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ტეილორ როჯერსმა „სიენენს“ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ ჩასძინებია.
„სინამდვილეში, ის საუბრობდა მთელი ღონისძიების განმავლობაში და პასუხობდა ჟურნალისტების კითხვებს. პრეზიდენტ ტრამპის ეს განცხადება დაზოგავს მნიშვნელოვან თანხას და გადაარჩენს ამერიკელების სიცოცხლეს, მაგრამ წარუმატებელ ლიბერალურს მედიას სურს უაზრობის გავრცელება, იმის ნაცვლად, რომ გააშუქოს ეს მოვლენა“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, აპრილში დონალდ ტრამპმა სრული სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც მისმა ექიმმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს „შესანიშნავი ჯანმრთელობის მდგომარეობა“. შემდგომ, ივლისში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტუსკი 1989 წლიდან პოლონეთის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია -კაროლ ნავროცკი
ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს-ვიქტორ ორბანი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი