დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა -შალვა პაპუაშვილი

თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, დღეს ბრიუსელი აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებულ ურთიერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მოცემულობის პირველწყარო, რომელიც ხელისგულზე დევს. დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას და ამავე დროს ერეოდე სხვა ხალხების არჩევანში. ის, რა სახითაც და ინტენსივობითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი 2024 წლის არჩევნებში ჩაერია, როგორც გაერო-ს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევაა. შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს, მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი დამარცხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას საქმეებზე, აბსოლუტურად ყველა საქმეზე, რომელიც ბრიუსელის ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა ბიუროკრატმა პოლიტიკურ განაჩენად შერაცხა. სტრასბურგმა თქვა: ბრიუსელი ცრუობდა, ქართული მართლმსაჯულება კი ცამდე მართალი იყო. დაბოლოს, შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს. გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





მსგავსი სიახლეები
,,ეს გახარიას უსახური მიმდევარი რა დღეშია ხედავთ? სინამდვილეში რატომ უბრძანეს ამ ქალბატონს ამ სისულელეების თქმა?'- შარმანაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - ქუჩაში პოლიციის ნაცვლად, ციხის ბადრაგები ივლიან, თუ გგონიათ, ციხეში გავგიჟდი, მაშინ შეხედეთ ოდესღაც აყვავებულ ლიბანს, რომელსაც ზუსტად ეს დაემართა
თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ - ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ტიერი მარიანი: გინდათ ერთი საიდუმლო გითხრათ? ეს არასდროს დასრულდება
ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო, ვუპასუხებ, რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს, ხელი გაანძრიე და გეშველებაო -მიხეილ სააკაშვილი
"მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებული ანგარიში არის სრული ბოდვა, დასრულდა ის დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები, ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე-კახა კალაძე
თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს -კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ზე
"მოსკოვის მექანიზმის" დასკვნით, ადამიანის უფლებებია ლგბტ პროპაგანდა, დემოკრატია კი, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მმართველობა, საქართველომ უნდა დატოვოს ფარსად გადაქცეული საერთაშორისო ორგანიზაციები -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
უსამშობლო აგენტებმა მკაფიო პასუხები უნდა გასცენ კითხვებს, უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული ფარა, უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის კანონი? საზოგადოებას პასუხი გაეცით - კი ან არა -არჩილ გორდულაძე
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს, სრულად შეასრულოს ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები
"ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო"-კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში შეხვედრები გამართა
კახა კალაძე უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვთქვი შეშფოთება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ვითარებით, საქართველოდან არანაირი მოთხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა -ნიკოლ ფაშინიანი
საგარეო უწყება "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით ეუთო-ში მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრე მაისურაძის განცხადებას ავრცელებს
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო -ევროპარლამენტის რეზოლუცია
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
კახა კალაძე თურქეთისა და ბრაზილიის ელჩებს შეხვდა
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე -ირაკლი კობახიძე
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა, ჩანაცვლდება შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით - ირაკლი კობახიძე