ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკავშირისგან მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას ითხოვს.

ამის შესახებ მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყულით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - ითხოვს თუ არა მმართველი გუნდი ევროკავშირისგან საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას, თბილისის მერი პასუხობს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ახდენს ქართველი ხალხი, ევროკავშირისგან კი მხოლოდ ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას მოითხოვს.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ეს კი ცალმხრივი ვერ იქნება. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი. არანაირი არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ არის საუბარი. არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" მისცა ლეგიტიმაცია. ჩვენ ევროკავშირისგან ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან, ქართველ ხალხთან და ქართულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: ეს იყო გულახდილი და ნაყოფიერი ვიზიტი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოში არსებული ვითარება სწორად შეაფასა - ალექსანდრე დარახველიძე