სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის" მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა სტეფანიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორის თქმით, სტეფანიანისგან არსებობს როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადაგურების და მიმალვის საფრთხეები.
სტეფანიანს პროცესზე საქმესთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. ადვოკატი სტეფანიანის გათავისუფლებას 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
პროკურატურა ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება. ადვოკატ თამარ მერლანის თქმით, მიწა, სადაც სტეფანიანი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, მის საკუთრებაში იყო.
პროცესზე ცნობილი გახდა, რომ სტეფანიანს მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა, თუმცა ვლადიმერ სტეფანიანმა იმაზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, ვიდრე მას ამის ნებართვა ჰქონდა. პროკურორის თქმით, სტეფანიანი ამ ფაქტს არ უარყოფს.
პროკურატურის თანახმად დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში" შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის" ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ეტაპობრივად ასხვისებდა. აღნიშნული გზით, შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა" დიდი ოდენობით - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული დიდი ოდენობით თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის" საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მარნეულში ავტომობილი მდინარე ალგეთში გადავარდა
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს