გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს

გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.

"გორის სასწრაფო დახმარების მე-3 ბრიგადა ფილიალში ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩის გამოძახება ლოზუნგით "უგონო" მიიღო.

ადგილზე 3 წუთში მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში 50 წლამდე მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩამხობილ მდგომარეობაში დახვდა.

"ადგილზე მისულებს დაგვხვდა სრული პანიკა და დაბნეულობა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა", - იხსენებს პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე.

პარამედიკოსმა მამაკაცი მანქანიდან დაუყოვნებლივ გადმოიყვანა და და უსწრაფესად დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებული გულ-ფილტვის რეანიმაცია.

"პაციენტთან სასწრაფოდ დავიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია, პარალელურად ავიყვანეთ მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. მესამე ელექტროშოკის შემდეგ მოიხსნა ფიბრილაცია, სასწრაფოდ დავიწყეთ ჰოსპიტალიზაციის პროცესი", - იხსენებს გიორგი გეგუჩაძე.

ჰოსპიტალიზაციისას მონიტორზე ისევ პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას მანქანის გაჩერება მოუწია, ჩატარდა ისევ 2 დეფიბრილაცია, მეორე შოკის შემდეგ წამოვიდა სინუსური ბრადიკარდია, ბრიგადამ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა, სადაც პაციენტი მართვით სუნთქვაზე იქნა გადაყვანილი.

კლინიკაში პაციენტს იშემიური დილატაციური კარდიომიოპათია დაუდასტურდა. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაახლოებით 10 დღის შემდეგ მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

#გვეამაყება

პარამედიკოსი გიორგი გეგუჩაძე

ექთანი მაია კოჩუაშვილი

მძღოლი გივი ბალამწარაშვილი", - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი
ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის -ელენე ხოშტარია
გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება - ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები-გიორგი გამსახურდია
სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან -ვასილ მაღლაფერიძე
ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ -მიხეილ სააკაშვილი
დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის-ელენე ხოშტარია
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს შუახნის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა
ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და „ჯღან უცხოელებთან“ მებრძოლი მიშა იყო-თამარ ჩერგოლეიშვილი
მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით, მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს -მიხეილ სააკაშვილი
წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ - ბაია პატარაია
არ ავიღებთ პასუხისმგებლობას არაფერზე, სადაც 4-ოქტომბრელი ყუმბარიანი მაიმუნები გაერევიან, ყველას აქვს უფლება, "ნაცებთან" ერთად გადაიჩეხოს, უბრალოდ, ჩვენ იქ არ ვიქნებით-თამარ ჩერგოლეიშვილი
ღარიბაშვილის "ქეისი" გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები - ირაკლი მელაშვილი
ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი - ზურაბ ჯაფარიძე
გახარიას პარტია აღარ არსებობს, მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა-თამარ ჩერგოლეიშვილი
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი