ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის -ელენე ხოშტარია

რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად ხშირი თანამგზავრია ჩემი, თუმცა პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ, - ამის შესახებ „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, ამაყია, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში ჩავიდა უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში არაერთხელ იყო კიევსა და ბუჩაში.

„ამაყი ვარ, რომ, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების" დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო. მჯერა, ამ სირცხვილს ყველა ერთად მოვიწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ. ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც სამ კვირაში რუსთაველის პროტესტმა როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერგამოყენებას ნიშნავს. მარშები კი „ოცნებისთვის" ახალი თავსატეხია. ბოლომდე!" - წერს ელენე ხოშტარია.

 





მსგავსი სიახლეები
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი
ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის -ელენე ხოშტარია
გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
სანამ ჩვენ ვიბრძვით, დიქტატურა და რუსეთი აქ ვერ დამკვიდრდება - ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია და მისი მთლიანი ოჯახი, გახლავთ შთამომავლობით ჯაშუშები-გიორგი გამსახურდია
სააკაშვილის ახალი დოქტრინის მიხედვით საქმე გვაქვს სოციალურ დარვინიზმზე დაფუძნებულ, ნაცისტურ იდეოლოგიის პარტიასთან -ვასილ მაღლაფერიძე
ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და კიდევ მოვუწოდებ -მიხეილ სააკაშვილი
დიდი მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის-ელენე ხოშტარია
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს შუახნის მამაკაცი, რომელსაც გული გაუჩერდა
ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და „ჯღან უცხოელებთან“ მებრძოლი მიშა იყო-თამარ ჩერგოლეიშვილი
მე და ივანიშვილი რადიკალურად განვსხვავდებით, მას ნულოვანი ემპათია აქვს ხალხის მიმართ, მე კი ხალხი მიყვარს -მიხეილ სააკაშვილი
წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ კრეტინულ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ - ბაია პატარაია
არ ავიღებთ პასუხისმგებლობას არაფერზე, სადაც 4-ოქტომბრელი ყუმბარიანი მაიმუნები გაერევიან, ყველას აქვს უფლება, "ნაცებთან" ერთად გადაიჩეხოს, უბრალოდ, ჩვენ იქ არ ვიქნებით-თამარ ჩერგოლეიშვილი
ღარიბაშვილის "ქეისი" გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები - ირაკლი მელაშვილი
ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი - ზურაბ ჯაფარიძე
გახარიას პარტია აღარ არსებობს, მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა-თამარ ჩერგოლეიშვილი
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი