,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
არასამთავრობო ორგანიზაციების გასაიდუმლოებული შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან - "კურიერის" ინფორმაციით, ოლივიე კურტო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შედგა და არა საფრანგეთის საელჩოში, რომელიც კრწანისში მდებარეობს. რა საკითხები განიხილეს ან რა რჩევები მისცა დიპლომატმა NGO-ებს - ელჩს კომენტარი არ გაუკეთებია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სამომავლოდ გადადგმული ნაბიჯებიდან გახდება ცნობილი, თუ რაზე იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე.
"აქამდე ჩვენ სამწუხარო გამოცდილება გვქონდა, როდესაც იმართებოდა ხოლმე ზოგიერთ ელჩთან აუდიენცია, შემდგომ ჩვენ ვხედავდით ამ პოლიტიკური ძალების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფრო მეტ რადიკალურ ნაბიჯებს. დღეს შევხედოთ, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ახალი ელჩის პირობებში... უპირველესად, რა მოლოდინიც გვაქვს ახალი ელჩისგან, არის, რომ მათ შორის ამ ორგანიზაციებს აუხსნის, რომ აუცილებელია დემოკრატიულ ჩარჩოში ჩასხდნენ და ის, რომ იმედია, ფრანგული გადასახადების გადამხდელების ფული, სხვადასხვა მეთოდით, ორმხრივად თუ ევროპის დაფინანსების გავლით, არ იქნება ისევ ჩასხმული რადიკალიზაციის პროცესებში. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. დანარჩენი გამოჩნდება მათი კონკრეტული ნაბიჯებით თუ რეალურად რაზე იყო საუბარი. თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს, რეალურად რაზე იყო ამ შეხვედრაზე საუბარი“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
მსგავსი სიახლეები
დონალდ ტუსკი 1989 წლიდან პოლონეთის ყველაზე ცუდი პრემიერ-მინისტრია -კაროლ ნავროცკი
ქრისტიანებმა ევროპაში ერთმანეთი არ უნდა დახოცონ, რუსეთ-უკრაინის ტრაგიკული ომი უნდა დასრულდეს-ვიქტორ ორბანი
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი