,, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა''- ბადრი ჯაფარიძე

შეხვედრა გვქონდა ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფთან, რომელიც აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვისაუბრეთ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ კოალიციის საქმიანობაზე, როგორ მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რა გეგმები გვაქვს და ასევე შევაფასეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, გვქონდა საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა.

„არ გვქონია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საუბარი, არ უკითხავთ. ვსაუბრობდით იმაზე, რაც მათ აინტერესებდათ. მე ბევრი საკითხი მაქვს, რომლის განხილვასაც ვისურვებდი. მათ აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საქმიანობა, სხვებზე არაფერი უკითხავთ. 4 ოქტომბერი იქნება თუ სხვა მოვლენები, თავიანთი წყაროებით იღებენ ინფორმაციას. რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, მიგვაჩნია აუცილებლად ყველა არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ ვესაუბრეთ ჩვენს პოზიციაზე და არა სხვების პოზიციაზე. დავადასტურეთ, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებისკენ არის არჩევნები. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიდექით, ვართ და ვიქნებით მუდამ. ამოცანაა, რომ ნიჰილიზმი დავძლიოთ თანამოქალაქეებში არჩევნების მიმართ. ყველამ გაითავისოს, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებებისკენ. ჩვენი მონაწილეობით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალურ არჩევნებში“, – განაცხადა ხაზარაძემ.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს, რომლებსაც რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველოს როლი წინასწარ განსაზღვრული ჰქონდათ -შალვა პაპუაშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი - ოპოზიციური ალიანსი შედგა, ეს არის ერთობა ერთნაირობის გარეშე, ვისაც გადარჩენა უნდა, შემოგვიერთდება
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის შეთანხმების ტექსტში უნდა ჩაიწეროს მარტივი სიტყვები, „ჩვენ ვთანხმდებით ერთადერთ რაღაცაზე, მიშა ყოველთვის მართალია“, ყველა პრობლემა ერთ წამში აღმოიფხვრება
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის ნაწილის ერთობაზე - აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია
,,ოპოზიციის გაერთიანება არის პროცესის მაჩვენებელი - ჩვენ არ მოვმკვდარვართ, ცოცხლები ვართო''- ვოლსკი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
,,ჩვენი ოკუპაცია დასრულებული არ არის''- შალვა პაპუაშვილი
,,დააფასე, რაც გაგაჩნია და ნუ იწვევ საკუთარ თავზე განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ'' - დავით ქართველიშვილი
,,ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ''- პაპუაშვილი
,,უკრაინა არის მხოლოდ ბრძოლის ველი ამ გლობალური ძალებისთვის''-შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
,,ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან''- მაკა ბოჭორიშვილი
დავით ქართველიშვილი: ტრამპი არ არის კაცობრიობის მხსნელი
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა
ხატია დეკანოიძე - ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
თამარ ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები – ექიმებს, მასწავლებლები – მასწავლებლებს, ჟურნალისტები… რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?!