საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა.
"სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ-სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას.
გამოძიების ამ ეტაპზე, გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოვლინდა და სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს „ელიტმშენი“-ს და კოოპერატივი „რკ ქართული ბოსტნეული“-ს ხელმძღვანელი პირები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ასევე ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დადასტურებულია ბრლადებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების, 167 918 ლარის ფიქტიური დღგ-ს აქტივის შექმნისა და 2 000 ლარის ბიუჯეტიდან მოტყუებით დაუფლების ფაქტები.
გამოძიებით დგინდება, რომ კოოპერატივი და დაქირავებული კომპანია ერთმანეთთან შევიდნენ გარიგებაში, კერძოდ: (ა)იპ ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“-დან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხის 430 200 ლარის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს „ელიტმშენმა“ , კოოპერატივ „რკ ქართული ბოსტნეულს“ გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 1 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე და შესაბამისი ყალბი სასაქონლო ზედნადები სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად საჭირო სხვადასხვა დასახელების საქონელის მიწოდების შესახებ, თუმცა არანაირი სამუშაო არ შესრულებულა.
თავის მხრივ ყალბი საგადასახადო ანგარიშ ფაქტურის გამოწერის გზით, კოოპერატივმა მიიღო დღგ-ს ფიქტიური ჩათვლა 167 918 ლარის ოდენობით, საიდანაც დირექტორმა და გამგეობის თავმჯდომარემ მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიბრუნეს დღგ-ს თანხა 2000 ლარი და დამატებით ცდილობდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღგ-ის ზედმეტობის თანხის ფიქტიური აქტივის 100 000 ლარის დაბრუნებას, რაც საგამოძიებო სამსახურის დროული ჩართულობით ვერ განახორციელეს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით , 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მარნეულში ავტომობილი მდინარე ალგეთში გადავარდა
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს