,,PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი''- გრიგოლ გეგელია
საუბარი შეეხო ყველა იმ ძირითად საკითხს, რაც დგას, როგორც გამოწვევა, ქართული დემოკრატიის წინაშე , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგი განაცხადა.
გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საუბარი ასევე იყო ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე და სამოქმედო გეგმაზე.
„საუბარი შეეხო იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი, მათ შორის ცხადია, პარტიების აკრძალვის საკითხი, ასევე გასული არჩევნების საკითხი, ადგილობრივი არჩევნები, მომავალი გეგმები, თუ როგორ ვუყურებთ ქართული დემოკრატიის გადარჩენას, ზოგადად პოლიტიკური ვითარება და სამოქმედო გეგმა. ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა როგორც არის ხოლმე ყოველთვის, კონსულტაციურ რეჟიმში, სადაც ჩვენ ჩვენი შეხედულებები გავაცანით „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
კითხვაზე, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი სანქციებზე, გრიგოლ გეგელია პასუხობს: „სანქციები არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა“.
„ეს ევროსაბჭოს შესაბამისი წარმომადგენლობაა, ამიტომ არავითარი აზრი არ აქვს სანქციებზე საუბარს იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის წარმოდგენილი. სანქციების არ არის ევროსაბჭოს ამ დელეგაციის პრეროგატივა. ჩვენი გზავნილი სანქციებთან დაკავშირებით ყოველთვის არის ძალიან მკაფიო, კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ „ქოცების“ ძალადობრივ რეჟიმს, უნდა იყვნენ მიზნობრივი სანქციების საგანი და არა ქართველი ხალხი. „ლელოს“ არასოდეს არ მოუთხოვია საქართველოს დასანქცირება, ქართველი ხალხის დასანქცირება, მათ შორის ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ან კანდიდატის სტატუსის შეჩერება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი
,, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან''- ირაკლი კირცხალია
,,დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება''- ეკა სეფაშვილი
,,PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი''- გრიგოლ გეგელია
,, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა''- ბადრი ჯაფარიძე
ოპოზიციის ლიდერები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას -კახა კალაძე
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი -კახა კალაძე
დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ - შალვა პაპუაშვილი
,ამბიონი ყველგანაა, სადაც ადამიანი ქრისტეზე იქადაგებს, მაგრამ იქადაგოს ქრისტეზე და ნახავს თუ დატოვებენ მას იქ''- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დოროთე ყურაშვილზე
საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი ჟენევაში 11 ნოემბერს გაიმართება - ქართული დელეგაცია შვეიცარიაში უკვე გაემგზავრა
მუდმივად ნუ გვთხოვთ, დავდგეთ დებატების, რომელიღაცა მხარეს, გარწმუნებთ, წაგებული დარჩებით, ხმას არ ვიღებთ იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს ბევრი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი დგას - ანდრია ჯაღმაიძე
,,გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის''- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი