,,დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება''- ეკა სეფაშვილი
სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება.
„ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენც და ევროპელებიც, არ დარჩეს ევროკავშირში ის ადამიანები, პოლიტიკოსები და პროფესიონალები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რა არის ჭეშმარიტად ჰუმანური და ცივილური ღირებულება. თუ დააკვირდებით აგენტურულ დავალებებს ასრულებენ ის პოლიტიკოსები, რომელთა კეთილსინდისიერების შესახებ თვით ევროკავშირში დაისვა კითხვები.
მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომლის მიმართაც „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით იყო კითხვები; კაია კალასი, რომლის მეუღლე დიდი რაოდენობით სავაჭრო ბრუნვას აწარმოებს რუსეთთან; მარტა კოსი, რომელსაც საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ და სხვა. ევროპა ნამდვილად არ შედგება ასეთი ადამიანებისგან და პოლიტიკოსებისგან.
გავიხსენოთ, ევროკავშირის მიერ, თუნდაც „გაფართოების ფორუმამდე“, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშები, სადაც მთავრობის ეფექტიანობით, კორუფციის კონტროლით, კანონის უზენაესობით და სხვა ანგარიშებით საქართველო არა მხოლოდ მოწინავე პოზიციებზეა, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ანუ, ეს არის ის ცივილური ევროპის ნაწილი, რომლებიც აღიარებენ სიმართლეს და ეს სიმართლე არის ის, რომ საქართველო თავისი განვითარებით არის ევროპული, დასავლური სტილის დემოკრატიული ქვეყანა და არავითარი დემოკრატიული უკუსვლა აქ არ არის.
ვფიქრობ, სიმართლის აღიარება მოუწევთ იმიტომ, რომ ისევ თავიანთი გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ადრეც იძულებული გახდნენ საქართველოსთვის მიენიჭებინათ სტატუსი. ახლაც, დარწმუნებული ვარ, თვითონ მოუწევთ უკან დახევა იმიტომ, რომ სიმართლე ერთია და ის მტკიცდება სხვადასხვა ანგარიშით.
ვამბობდით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია ევროკავშირში ინტეგრაცია და რამდენიმე დღის წინ, ეს დამტკიცდა კიდეც. სწორედ ევროკავშირის მხარემ გააჩერა დიალოგი საქართველოსთან.
ევროპული ფასეულობები ღირებულია ქართველი ხალხისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება. ამის ნიშნები უკვე ჩანს. სულ მალე ევროპა დაუბრუნდება რეალურად ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რაც ასე იზიდავს ქართველ ხალხს და რასაც გულმოდგინედ იცავენ ევროპელები ევროპის შუაგულში,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოში არ სჭირდებათ გაკვეთილების სწავლება, რეჟიმის ცვლილება, მათ სჭირდებათ ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა -ტომაშ ფროლიხი
გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
ევროკავშირს რომ დასცდენოდა სიტყვა, რაც ეუთოს მისიამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე, რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები არ იქნებოდნენ - ირაკლი ქადაგიშვილი
,,არ მგონია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდებოდეს ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ადამიანებისგან რაიმეს შეხსენება''- შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება
,,ფასებთან დაკავშირებით, სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს, კარგი კორექცია მივიღოთ ბაზარზე''- შოთა ბერეკაშვილი
გია ვოლსკი - საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად
ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა -ნიკოლ ფაშინიანი
საქართველოში რუსეთმა მარტა კოსის დახმარებით შეიძლება, გაიმარჯვოს, რადგან ის დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა -გია ვოლსკი
"ნაცმოძრაობას" არაფერი ქართული არ უყვარს, საქართველოს სიკეთე აღიზიანებს, მათ სწყინთ, როცა უცხოელი პარტნიორი სანქციებს ხსნის, რადგან პრობლემები არ არსებობს-გურამ მაჭარაშვილი
ფხიზელ გონებაზე მყოფი ადამიანი ვერ იტყვის, რომ საქართველოში რუსეთი იმარჯვებს -ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
"სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა მიუღებელია, ცვლილებები უნდა მოხდეს საარჩევნო ყუთების მეშვეობით და არა ძალადობით, რაც მათი დამხობისკენაა მიმართული"- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გაამართლებდა ევროკავშირის სანქციების პაკეტში ყულევის ყოფნას
პერე ჟოან პონს სამპიეტრო: „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების ვიზიტი ჩვენი ვიზიტისგან უნდა გამიჯნოთ, ეს დამთხვევაა
ნიკოლოზ სამხარაძე - ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
,,პიტერ ფიშრს სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ვფიქრობ, ზოგადად ცუდად მუშაობს. როგორც ელჩი, ის უნდა გადადგეს''- ტომაშ ფროელიხი