დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის" საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის" დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს „სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი", რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის" სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის", აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტის" ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დაებრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, „სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის" ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს. გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები, თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა, გაიზარდოს.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვას. ამასთან, ჯგუფის ერთი წევრის მიმართ კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თაღლითობის საქმეების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდება", - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მარნეულში ავტომობილი მდინარე ალგეთში გადავარდა
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს