უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
ნატოში აშშ-ის ელჩის მეთიუ უიტაკერის განცხადებით, უკრაინა დასავლური იარაღის პოლიგონად არის ქცეული, სადაც ნებისმიერი ახალი იარაღის გამოცდა ბრძოლის ველზე არის შესაძლებელი.
„მე იქ [უკრაინაში] ვიყავი ჩასული და შევხვდი როგორც სამხედრო ხელმძღვანელობას, ასევე საწარმოების ხელმძღვანელებს. ჩემთვის ნათელია, რომ უკრაინა მომავლის საცდელი პოლიგონია. თქვენ ბრძოლის ველზე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ მუშაობს ან არ მუშაობს იარაღი. როგორც ნატოს მოკავშირეებმა, ისე შეერთებულმა შტატებმა უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები. უნდა მოვემზადოთ თანამედროვე ომისთვის. გახსოვთ ძველი გამონათქვამი, რომ გენერლები ემზადებიან უკანასკნელი ომისთვის და არა მიმდინარესთვის. ზუსტად ახლა უკრაინაში მიმდინარე ომიდან უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები“, - თქვა უიტაკერმა Fox News-ის ეთერში.
უკრაინაზე, როგორც საცდელ პოლიგონზე საუბრისას, ნატოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ პირველ რიგში მას მხედველობაში აქვს ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის ელემენტების კომბინირებული მუშაობა, კერძოდ, დრონებისა და ანტისაჰაერო რაკეტების ურთიერთთავსებადობა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მან უკრაინაში ვიზიტის დროს ნახა, თუ როგორი თავგანწირვით იბრძვიან უკრაინელები ომში. მისი თქმით, ამ ომის გადაწყვეტა მოლაპარაკებებით არის შესაძლებელი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ოთხწლიანი ომი საკმარისზე მეტია, რათა მკვლელობები შეწყდეს“, - დასძინა ელჩმა.
მსგავსი სიახლეები
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი
ამერიკამ უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა
„გრემის“ ნომინანტების სია დასახელდა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 15 ადამიანი