,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
აქ დღეს გვესაუბრებიან იმაზე, რომ თურმე, ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე აბსოლუტურად უმწიკვლო ადამიანები არიან და საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს, იგი ადეიშვილის მოადგილე იყო, როდესაც ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და ალბათ, ეშლებათ, - განუცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, გახარიას პარტიის დეპუტატებს.
მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, უნდა გაიხსენონ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე საჯარო მოხელეებს „ნახირივით ერეკებოდნენ“, ხოლო, თუ ვინმე არ წავიდოდა, მისი ოჯახის წევრების მიმართ რეპრესიები იწყებოდა.
„როდესაც საჯარო მოხელეებზე საუბრობთ, თითქოს, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის. ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ პრაქტიკულად ნახირივით „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე და თუ ვინმე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა ოჯახის წევრებს. დღეს აქ ბედავთ და რომელიმე ჩვენგანს „ნაციონალს“ უწოდებთ, იმის გამო რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა?! კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ თავი შეიკავეთ იმ ადამიანებმა, რომელთა გარემოცვა არის ძირძველი ნაციონალური მოძრაობის წევრები და არა იმ დროის ტექნოკრატები, ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები. თავი შეიკავეთ „ქართულ ოცნებაზე“ ამ რეჟიმში საუბრისგან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება
პრემიერი: მხოლოდ 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, რაც კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი
ირაკლი კობახიძე - კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა
ირაკლი კობახიძე - დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, უკვე შედეგიც სახეზეა
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს
"ყულევის პორტთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი ტყუილებს ავრცელებდა"- ლევან მახაშვილი
,,ყულევის პორტთან დაკავშირებით საქმის დეტალები არ მაქვს, მაგრამ როგორც მე ვხედავ, რუსული ნავთობი ევროკავშირში ხელახლა ექსპორტირდებოდა''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება"- პრემიერი
,, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით ''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანმა დაინახა კონკრეტული პრობლემები, გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება,
პრემიერი - ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან
პრემიერი - ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს