,, ვნახოთ რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები''- ირაკლი ჭეიშვილი

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა შეხვედრა PACE-ს დელეგაციას, სადაც შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი ურყევი პოზიცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აბსოლუტურად ბოლომდე იქნება მიყვანილი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით PACE-ს პოზიცია ცნობილია. თუმცა ფაქტია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებზე აიღო ხმების ის რაოდენობა, რაც გასულ წელს. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო მცდარი.

„რაც შეეხება PACE-ს დელეგაციის ვიზიტს, მათი რიტორიკა ვიცით გასული არჩევნებიდან მოყოლებული. საუბრობდნენ იმას, რომ თურმე გაყალბდა გასულ წელს არჩევნები და ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. ეს იყო ზუსტად იმ რეზოლუციაში ასახული, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო PACE-მ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შეგვეჩერებინა საპარლამენტო გუნდს მუშაობა PACE-ში. წლევანდელმა თვითმმართველობის არჩევნებმა ზუსტად ცხადყო ის, რომ გასული წლის არჩევნები არ გაყალბებულა იმიტომ, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ", რაც მიიღო გასულ წელს", - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მისი თქმით, ვნახოთ რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.

 

 





მსგავსი სიახლეები
Daily Mail: FBI-ის ცნობით, ირანი კალიფორნიაზე დრონებით თავდასხმას გეგმავს
ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის -გია ვოლსკი
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
დღეს ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე, ოპერაციის მიზნები იგივე რჩება -პიტ ჰეგსეტი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
,,სანამ ლომჯარია სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი''- სუბარი
უცნაურია, რომ კალასი და კოსი საქართველოსთვის იცლიან, როგორ ბედავენ ან რატომ ფიქრობენ, რომ მათ სიტყვას ფასი ექნება იმ ყველაფრის მერე, რა მდგომარეობაშიც უკრაინა ჩააგდეს? -ლევან მაჭავარიანი
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა
"ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად-სახელმწიფო დეპარტამენტი
ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით შეტევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს
,, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა''- თეთრი სახლის სპიკერი
აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული -ისრაელ კაცი
4 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პრემიერის ხელმძღვანელობით, საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართება - მაკა ბოჭორიშვილი
,,თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა''- ირანული მედია
ირაკლი კირცხალია-“ნაცების ნარჩენების ერთობა" - ასე შეგვიძლია დავასათაუროთ დღევანდელი კლოუნადა
,,ალიანსი მჭიდროდ აკვირდება ირანსა და მის მიმდებარე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს''- ნატო-ს სამხედრო შტაბის წარმომადგენელი
დღეიდან "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" ცვლილებები ამოქმედდა