,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბირთვული ცდები თუ გეოპოლიტიკური მიზანით გამოიყენება, შემაშფოთებელია.
„რობერტ კადლეკმა (ბირთვული შეკავების, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე ტრაპის მიერ წარდგენილი კანდიდატი) განაცხადა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, ვციტირებ: „ბირთვული ცდების განახლების შესახებ გეოპოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული და ამის ტექნიკური აუცილებლობა ჯერ კიდევ არ არსებობს“. ეს ძალიან ძლიერი განცხადებაა. არ ვიცი, აცნობიერებს თუ არა განცხადების ავტორი საკუთარი სიტყვების სერიოზულობას, მაგრამ ჩვენ ეს შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ასეთი ტიპის ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს. და რა შეიძლება იყოს აშშ-ის გეოპოლიტიკური მიზანი? დომინირება. ბირთვული ფაქტორი თუ ამ მიზნით გამოიყენება, ეს შემაშფოთებელია. ეს არის მნიშვნელოვანი გადახვევა რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ შეთანხმებული კონცეფციიდან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის პრინციპული პოზიციაა, რომ რომელიმე ბირთვული ძალა თუ ბირთვულ ცდებს ჩაატარებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.
„ჩვენი პრინციპული პოზიცია რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორი წლის წინ, 2023 წელს დააფიქსირა. ერთ-ერთი მიმართვის დროს, შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას მან აღნიშნა, თუ რომელიმე ბირთვული ძალა ბირთვულ ცდებს ჩაატარებს და არა ე.წ. სუბკრიტიკულ გამოცდას – რუსეთიც იმავეს გააკეთებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაუყოვნებლივ განაახლონ ბირთვული იარაღის გამოცდის პროცესი 33-წლიანი პაუზის შემდეგ. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, მოიცავს თუ არა ეს მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდებსაც. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამას სხვა ქვეყნები თუ აკეთებენ, შეერთებული შტატებიც გააკეთებს. აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.
მსგავსი სიახლეები
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი
ამერიკამ უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა
„გრემის“ ნომინანტების სია დასახელდა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 15 ადამიანი