ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები ბუდაპეშტში შეხვდებიან, თუმცა სამიტი გადაიდო, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ ტელეარხ ATV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, ბუდაპეშტში სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს.

„ის, რაც გადაიდო, მაინც მოხდება. უბრალოდ არა მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, არამედ ცოტა მოგვიანებით“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ ტერიტორიულ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო „ჩიხშია”.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპთან ვიზიტის დროს სანქციების შემსუბუქების შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაშია, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი და ის თანამდებობაზე არიან.

„ჩვენ ხელი ჩამოვართვით. ეს ნიშნავს, რომ ვიდრე ის იქ პრეზიდენტია და მე აქ – პრემიერ-მინისტრი, ასე იქნება“, – განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, მას სანაცვლოდ არაფრის შეთავაზება არ მოუწია.

ამასთან, ორბანმა კატეგორიულად უარყო, რომ უნგრეთი პოლიტიკურად არის დაკავშირებული რუსეთთან.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური კავშირი რუსეთთან. ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირი, ეს იგივე არ არის“, – განაცხადა ორბანმა.





მსგავსი სიახლეები
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამიტი შედგება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ დაასახელებს
,,ბირთვული ცდების ტექნიკური აუცილებლობა არ არსებობს'' - სერგეი ლავროვი
უკრაინა დასავლური იარაღის საცდელ პოლიგონად იქცა -ნატოში აშშ-ის ელჩი
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
,, თუ დავინახავთ მეტ რადიკალურ ნაბიჯებს ამ ორგანიზაციების მხრიდან, საზოგადოება ალბათ დასკვნებს გამოიტანს''- ლევან მახაშვილი
სირიის პრეზიდენტი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
შემცირებული რეიტინგის აღსადგენად ტრამპი საგარეო პოლიტიკაზე ფსონს დებს
პარიზის სასამართლო ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს
BBC-ის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა თანამდებობები დატოვეს
თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ოფიციალური ღონისძიების დროს ჩაეძინა
ტრამპმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ ხალხის სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას, ჩვენს დემოკრატიას - ჯო ბაიდენი
ტრამპი: ადამიანები, რომლებიც ტარიფებს ეწინააღმდეგებიან, სულელები არიან, მაღალი შემოსავლის მქონე პირების გარდა, მინიმუმ 2 000 დოლარის ოდენობის დივიდენდი ყველას გადაეცემა
,,არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ''- დიმიტრი პესკოვი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო
,,სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების წინააღმდეგია''- რობერტ ფიცო
,,ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, რომ ვაშინგტონი „ომის პარტიის“ ნაწილი გახდეს'',- სერგეი ლავროვი
ამერიკამ უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებიდან განუსაზღვრელი ვადით გაათავისუფლა
„გრემის“ ნომინანტების სია დასახელდა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს თავს დაესხნენ, დაშავებულია 15 ადამიანი