საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.
პროკურატურის თანახმად, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად.
ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის საქმეზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
დაკავებულია "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელი გივი წულეისკირი, "სფერო ინვესტის" დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
მარნეულში ავტომობილი მდინარე ალგეთში გადავარდა
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
საგამოძიებო სამსახურმა გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა
სამტრედია-გრიგოლეთის ჩანგრეული ხიდის საქმეზე 16 მლნ ლარის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე ნიკა მელია სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ჯარიმა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა - ქვეყნიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი დააკავა
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაო შეუფარდა
,,წავიკითხე ბრალი, ეს არის სრული სიცრუე, არანაირ ძალადობრივ ჯგუფთან არ მქონია კავშირი''- ბადრი ჯაფარიძე
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს
დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი, 2 ბავშვის თანდასწრებით გააუპატიურა
სამართალდამცველებმა შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს- შსს