თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება-გეკა გელაძე
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გეკა გელაძის თქმით, მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან.
„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე", - განაცხადა გეკა გელაძემ.
მსგავსი სიახლეები
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება-გეკა გელაძე
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია -შალვა პაპუაშვილი
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ კონსტიტუციური სარჩელისთვის, მათ შორის არის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს -შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი
,, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან''- ირაკლი კირცხალია
,,დარწმუნებული ვარ, რომ სულ მოკლე ხანში, ევროკავშირში საქართველოს მიმართ მიდგომა შეიცვლება''- ეკა სეფაშვილი
,,PACE-ის დელეგაციასთან საუბარი შეეხო რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ რეჟიმი''- გრიგოლ გეგელია
,, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა''- ბადრი ჯაფარიძე
ოპოზიციის ლიდერები ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც აზიანებს ამ ქვეყანას -კახა კალაძე
ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთ რამეს - იყოს სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით და ქართველ ხალხს, ჩვენს კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას სცენ პატივი -კახა კალაძე
დღეს ბრიუსელი აცდენილია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის მთავარი დემოკრატიის პატივისცემაა -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ - შალვა პაპუაშვილი
,ამბიონი ყველგანაა, სადაც ადამიანი ქრისტეზე იქადაგებს, მაგრამ იქადაგოს ქრისტეზე და ნახავს თუ დატოვებენ მას იქ''- დეკანოზი ალექსანდრე გალდავა დოროთე ყურაშვილზე