საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია -ირაკლი კობახიძე

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და განმტკიცებას ემსახურება.


„დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.
გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია -ირაკლი კობახიძე
ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები, მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო
ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა - წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა
ალი ასადოვსა და ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა
,,საქაერონავიგაცია'' საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ვრცელებს
„საქართველოს საზღვართან თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
"მზის ვიტამინად" წოდებული D ვიტამინი - რა ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის ის განსაკუთრებით საჭირო ზამთარში?
11 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
დონალდ ტრამპი საჰაერო მიმოსვლის დისპეტჩერებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამსახურს
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე - მოკლულია "წითელი ნუსხის" სახეობა - მურა დათვი
GM PHARMA – "წლის ლიდერი"-ს მფლობელი 2025 წელს კიდევ ერთხელ გახდა
10 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი