უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, ზელენსკისთან დაკავშირებული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა-ვიქტორ ორბანი
უკრაინის კორუფციულ სკანდალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა და მომხდარს „ოქროს ქვაბის აფეთქება" უწოდა.
მისი თქმით, გამოაშკარავდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი.
„უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა. პრეზიდენტ ზელენსკისთან დაკავშირებული უკრაინული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა. ენერგეტიკის მინისტრი უკვე გადადგა და პირველი კლასის ბრალდებულმა უკრაინა დატოვა. ეს არის ის არეულობა, რომელშიც ბრიუსელი ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის ჩადებას ცდილობს. იმას, რასაც ფრონტის ხაზზე არ ისვრიან, ომის მაფია იპარავს. ეს სიგიჟეა", - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, რომ უკრაინაში უნგრელი ხალხის ფულს არ გზავნის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დროა, ბრიუსელმა საბოლოოდ გაიგოს, სად იხარჯება ევროკავშირის სახსრები.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციულ პროკურატურა კორუფციულ სქემას იძიებს, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში". გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია საუბრების ჩანაწერები, რომელთა შორის, სავარაუდოდ, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს საუბარიც არის.
მსგავსი სიახლეები
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი
ვწუხვარ იმის ნახვით, რაც მოხდა ევროპაში მიგრაციის კუთხით, ევროპა აღარ არის იგივე ადგილი, რაც იყო -დონალდ ტრამპი
ვთხოვ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის დეპარტამენტს და დიდებულ პატრიოტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან-დონალდ ტრამპი
ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს-მარია ზახაროვა
უნგრეთი ევროკომისიას რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმის გამო ევროპულ სასამართლოში უჩივლებს
ასტრიდ ლინდგრენი – ადამიანი ჩვენი ბავშვობიდან
,,პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ, ვინც ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავზე ინფორმაცია საბერძნეთის საჰაერო ძალების სოციალური ქსელში გააზიარა''- ომერ ჩელიკი
"სომხეთის რევოლუციური ფედერაციის" პარტია გავლენის ჯაშუშურ ქსელად რჩება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვითმენთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელს ჩვენს პარლამენტში-ნიკოლ ფაშინიანი
ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კომუნიკაციას ადასტურებს
უკრაინამ ევროკავშირისგან 5,9 მილიარდი ევრო მიიღო -დენის შმიგალი
უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, ზელენსკისთან დაკავშირებული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა-ვიქტორ ორბანი
,,საღი აზრი დაბრუნდა თეთრ სახლში და პენტაგონშიც - აღარ იქნება იდენტობის თვეები, DEI-ს ოფისები და კაბებში ჩაცმული კაცები''-პიტ ჰეგსეტი
,,ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ'' - რუსული მედია
,,მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება''- დიმიტრი პესკოვი
,,საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში უმაღლეს დონეზე ავლენს ხელშეწყობას და თანამშრომლობას"''- ერდოღანი
თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ