გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაფრთხილების გარეშე მოხდა მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა.

წერილში, რომელიც მედიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ციხეში დაბრუნებით, უნდათ „მისი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება", ასევე, ეს „უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ირიცხება ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ".

„ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: „აბა, დღეს ვის რა ვავნო", ჰოდა, ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში. გუშინ, რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი.

მადლობა „ვივამედის" იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე, მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.

რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება; მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ.

საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება (როგორც ყველა სხვა) ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან.

საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და, ასევე, საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო.

ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა, ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

დიდება თავისუფლებას!" - აღნიშნავს წერილში მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, 12 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

 





მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი