კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებული 64 პირის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს -პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე, ბრალდებული 64 პირის მიმართ, მიმდინარეობს ბრალდების დაზუსტების პროცედურა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 63 პირს ბრალდება უზუსტდება მხოლოდ ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში და კვალიფიკაცია არ იცვლება. ერთ ბრალდებულს - ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება.
„ბრალდებულს ბრალად წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), ხოლო ამჟამად ბრალდება წარედგინება როგორც 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ). შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
,,არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არის''- ადვოკატი
,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო
საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებული 64 პირის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს -პროკურატურა
გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
,,ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია - დაწყებულია გამოძიება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს