მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკავშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სთხოვს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში ჩასვას. სააკაშვილის შესაბამისი მიმართვა მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ვცდილობ, ჩემი კითხვებით არ შეგაწუხოთ, რადგან ისედაც ბევრი სამუშაო გაქვთ. მადლობელი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ვგრძნობ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უმაღლესი რადას, თქვენი ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებათა კომისრის მხრიდან მუდმივ ყურადღებას. მაგრამ ახლა იძულებული ვარ, მოგმართოთ, რადგან გუშინ ციხის საავადმყოფოდან, სადაც მძიმე მოწამვლის გამო ვმკურნალობდი, ისევ ციხეში გადამიყვანეს - იმავე პერსონალთან, ვინც მომწამლა. 2022 წლის მარტში ჩემი მოწამვლა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოხდა. ჩემი მოწამვლა ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს. თავიდანვე პუტინი ჩემ მიმართ ანგარიშსწორებას ითხოვდა, მედვედევი და ლავროვი კი არაერთხელ ტრაბახობდნენ ჩემი პატიმრობით.

თავდაპირველად დამაკავეს სრულიად გამოგონილ საქმეზე და საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ ეს საქმე უკრაინაში ჩემს საქმიანობას უკავშირდებოდა. ჩემ წინააღმდეგ ახლახან აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეში, სხვებთან ერთად, მე ბრალი მედება მტრულ უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ დივერსიაში. საქმის მასალებში მოცემულია თქვენი, ასევე მიხეილ პოდოლიაკის განცხადებები. ანუ არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება ღიად აცხადებს უკრაინას მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოდ. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ დიდი ომის დასაწყისიდანვე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ლაქიები ღიად მიემხრნენ რუსეთს.

ამ კონტექსტში აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩემი დევნა და ჩემი ბედი ომს უკავშირდება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, სადაც მქონდა პატივი, მემუშავა თქვენი ხელმძღვანელობით. მინდა, გთხოვოთ, ისევე როგორც 2019 წელს, როდესაც დამიბრუნეთ უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა - როგორც ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული საქართველოს პრორუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შემიყვანოთ შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.

მე ვიცი, რომ უკრაინელები თავიანთ ხალხს არ ტოვებენ და თქვენი იმედი მაქვს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი