გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურორმა მარიამ გიგაურმა მიმართა, მოსამართლემ კი ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, 2019 წლის 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. მისივე განცხადებით, შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას გაუგონარი ბრალი ედება არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე. გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას თქმით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შური იძიოს.
როგორც ცნობილია, მანამდე გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი გუშინ წარუდგინა.
გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
,,არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არის''- ადვოკატი
,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო
საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებული 64 პირის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს -პროკურატურა
გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
,,ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია - დაწყებულია გამოძიება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს