"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიებაში Web Summit 2025. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტზე საქართველო თემატური საგამოფენო სივრცით და „StartUP in Georgia"- ს ინიციატივით იყო წარმოდგენილი.

„ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია იმ პოლიტიკის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ახორციელებს და რომლის მიზანიც ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა. საქართველო სწორედ ამ მიზნით, უკვე მესამედ მონაწილეობს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ღონისძიებაში. წარმოდგენილია როგორც ქვეყნის სტენდი, ასევე ქართული სტარტაპები, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ, გლობალურ ინვესტორებს თუ მენტორებს სხვადასხვა პროექტებზე ესაუბრონ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ღონისძიების ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში სამიტის მონაწილეებს და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს და სტარტაპ ეკოსისტემის უპირატესობების შესახებ.

Web Summit ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც ყოველწლიურად 160-ზე მეტი ქვეყნიდან 70,000-ზე მეტი მონაწილე, ასობით სტარტაპი, ინვესტორი და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ტექნოლოგიურ სამიტში წელს მონაწილეობა მიიღეს ქართულმა სტარტაპებმა - Klics; BetterStep; VS1 - DeFi; Backoffice; Herio და Tasteit, რომლებიც სხვადასხვა პროფილურ ზონებში იყვნენ განაწილებული. სამიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკურია, რომლის ერთ-ერთი სპიკერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.

„საშუალება გვქონდა, გავცნობოდით გლობალურ ტექნოლოგიურ ტრენდებს და პროდუქტებს და ამ კუთხით საკუთარი თავიც წარგვედგინა. მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, სადაც საუბარი იყო კონკრეტულად იმ შეთავაზებაზე, რაც საქართველოს აქვს გლობალური სტარტაპ ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის - მათ შორის საგადასახადო შეღავათები და სტარტაპის სტატუსი, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ შემოვიღეთ", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ასე მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი ღონისძიებაზე - ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას და როგორც კონკრეტული სტარტაპების, ისე ზოგადად სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას. ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, 2026 წლიდან საქართველოში ოთხი ახალი გლობალური აქსელერატორი დაიწყებს ოპერირებას, რაც სტარტაპებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

Web Summit 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

 





მსგავსი სიახლეები
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
15 ნოემბრის უცხოური ვალუტის კურსი
Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი
"სითი მენეჯმენტ გრუპი" - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 ნოემბერს
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ნოემბრისთვის
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი 12 ნოემბრისთვის
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ნოემბერს
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა-თამარ იოსელიანი
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი