უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით შესრულდება.
ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ. მემორანდუმის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის" განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით და ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.
ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო - ჩინეთის ურთიერთობებზე. ავიარეისები თბილისსა და პეკინს შორის კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
მსგავსი სიახლეები
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
15 ნოემბრის უცხოური ვალუტის კურსი
Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი
"სითი მენეჯმენტ გრუპი" - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 ნოემბერს
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ნოემბრისთვის
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი 12 ნოემბრისთვის
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ნოემბერს
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა-თამარ იოსელიანი
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი