ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, - ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.

სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას", - აღნიშნა დარახველიძემ.

 

https://www.youtube.com/watch?v=3NVnNa2y5qw&t=1s

 





მსგავსი სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
,,არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არის''- ადვოკატი
,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო
საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებული 64 პირის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს -პროკურატურა
გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
,,ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია - დაწყებულია გამოძიება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს