საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო და სომხეთი წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში და საერთაშორისო არენაზე ეს მუშაობა გაგრძელდება.

„არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა, მიიღეთ ჩემი მოწვევა და ეწვიეთ საქართველოს. ჩემთვის გულწრფელად სასიამოვნო და დიდი პატივია, ერევანში თქვენი გულთბილი მიღების საპასუხოდ გიმასპინძლოთ საქართველოში.

საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის დიდ ისტორიას და ჩვენს ხალხებს შორის მყარ მეგობრობას ეფუძნება. სწორედ ამიტომაც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელი 2024 წლიდან გამყარდა ჩვენს ქვეყნებს შორის, არის სრულიად ლოგიკური შედეგი ამ ძირძველი ურთიერთობების. 2025 წელი იყო საკმაოდ დინამიკური ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, არაერთი ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტები. არაერთხელ ვეწვიე ერევანს, ასევე არაერთხელ ვუმასპინძლეთ ჩვენი მეგობარი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოში. სულ ახლახან „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე", პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სომხეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ დინამიკის გაგრძელება. ასევე, უახლოეს მომავალში ველოდებით პრეზიდენტის ვიზიტს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხების მეგობრობა, ჩვენი ქვეყნების კავშირები სრულად არის ასახული პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობაში.

დინამიკურად ვითარდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, განათლების თუ სხვა სფეროებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისი სამინისტროები წარმატებით მუშაობენ ჩვენი ურთიერთობების საუკეთესოდ რეალიზებისთვის.

ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ამ თანამშრომლობის მიმართულებებზე, პრიორიტეტებზე, სამომავლო ნაბიჯებზე, თანამშრომლობის საკითხებზე. გვქონდა ასევე საუბარი ჩვენი რეგიონის შესახებ. საქართველო მიესალმება 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ისტორიული შეთანხმება ნამდვილად წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი სტაბილური განვითარების შესაძლებლობებს. საქართველო ყოველთვის ერთგულად ასრულებდა მნიშვნელოვან როლს რეგიონის განვითარებაში, მის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებაში და კვლავაც გააგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. ამ კონტექსტში მსურს, აღვნიშნო, რომ წელს თბილისში პირველად გაიმართა სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა, რომლის მიზანიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრა გახლდათ. იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და მნიშვნელოვან შედეგებს მოუტანს სამივე ქვეყანას და მთლიანად რეგიონს.

სომხეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი, ეს აისახება საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ სხვადასხვა ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და გავაგრძელებთ ამ ურთიერთსასარგებლო მუშაობას საერთაშორისო არენაზე.

ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონული და გლობალური მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა. საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე უფრო ფართო რეგიონის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის. დასასრულ, მინდა, კვლავ მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ვიზიტისთვის. ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება ისე, როგორც შეეფერება ჩვენი ქვეყნების ისტორიას, სამაგალითო ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი
,,სავიზო რეჟიმის, როგორც ინსტრუმენტად გამოყენება, ბრიუსელისთვის გარკვეულ ჩვეულებად იქცა'' - მაკა ბოჭორიშვილი
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -გიორგი შარაშიძე
ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა -ირაკლი ფავლენიშვილი