საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას აგრძელებენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა,  სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო უპირობოდ მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას.

"იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას,  რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა. საქართველო განუხრელად  უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.





მსგავსი სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი