საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლითაც დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რიგი ნორმების განმეორებითი დარღვევისა და კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.

ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის (ნიღბის ტარების, უკანონოდ მიჩნეულ აქციებში მშვიდობიანი მონაწილეობისა თუ გზების გადაკეტვის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი  ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.

ცვლილებები ასევე ახდენს იმ ვერბალური შეურაცხყოფისა თუ სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედების“ კრიმინალიზებას, რომლებიც მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა ცალკეული  მოხელეების წინააღმდეგ და სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არაერთგზის მათი ჩადენის შემთხვევაში. ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ - კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს.

ეუთო/ოდირის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის ზემოაღნიშნული ცვლილებები სერიოზულ წუხილებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 





მსგავსი სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი