თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა

ჩვენ ვქმნით ენერგეტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ, მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ეს არის სიმბოლო, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიულ პარტნიორობასა და სექტორულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მე-11 მინისტერიალზე.

მინისტერიალს, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს. მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდენ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.

„ეს პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობით - ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობის საფუძველია, რომელიც შექმნის ახალ, სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის, რაც მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით ურთიერთგამაძლიერებელი იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით და, ასევე, გააძლიერებს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფართო ევროპისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მე-11 მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესის შესახებ და ისაუბრა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიმზიდველი და განხორციელებადია. აღინიშნა, რომ პროექტი შეტანილია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) 10-წლიანი განვითარების გეგმაში და ასევე ევროკომისიაში საერთო მნიშვნელობის პროექტების (PMI) წინასწარ შერჩეულ სიაში.

თბილისის მინისტერიალს აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი