,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი

 

ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველოს მაშინ, როდესაც მისი აქტიური ნაბიჯი იყო რუსთაველის გამზირზე გასვლა და აქტიური ფოტოსესია შიდატერორისტებთან, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფიშერის დაბრუნებას წინ უძღოდა ქართულ მხარესთან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაცია.

„[წინ უძღოდა] პირობა, რომ პეტერ ფიშერი თავს შეიკავებდა ანტიქართული, რადიკალური ნაბიჯებისგან, როგორსაც ის სჩადიოდა მანამდე და იქნებოდა გამიჯნული რადიკალიზმის და შიდა ტერორიზმის პროცესებისგან. ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველოს მაშინ, როდესაც მისი ასეთი აქტიური ნაბიჯი იყო რუსთაველის გამზირზე გასვლა და აქტიური ფოტოსესია შიდა ბტერორისტებთან, იმ ადამიანებთან, ვინც სიძულვილს ვერ მალავს საქართველოსადმი, ქართული ეკლესიისადმი. პატრიარქისა და მისი მოსაყდრისადმი და ასე შემდეგ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ „დიფ სთეითიდან" ხდება კონკრეტული დავალებების მიცემა კონკრეტული პიროვნებისთვის და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პეტერ ფიშერი იქნება თუ სხვა გვარის ადამიანი.

„ამიტომ ამ მოვლენამ დიდი ვნებათა ღელვა, ჩვენი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ უკვე ისმის ქვეყნიდან ელჩის გაძევების მოთხოვნაც. თუმცა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ „დიფ სთეითის" პროვოკაციებს, რომლებზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და ამ მესიჯის ლაიტმოტივი იყო, რომ ცდილობენ ევროკავშირიდან, „დიფ სთეითი" ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებაზე ხელი ჩაგვაქნევინოს, მაგრამ ამ პროვოკაციას ჩვენ არ ავყვებით.

თუ პეტერ ფიშერი იქნება გაძევებული, არ არის გამორიცხული, რომ მასზე ბევრად აგრესიულად განწყობილი ელჩი მოევლინოს გერმანიიდან საქართველოს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რაც საქართველოს და გერმანიას გააჩნიათ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
ტექსტი დატრიალდა უამრავ ჩათში, საიდუმლოც კი არაფერი ყოფილა, შეიძლება, რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი, იქიდან მოიპარა, თარგმნა და ბრიფინგამდე გამოქვეყნდა-თამარ ჩერგოლეიშვილი
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი