სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია-თბილისის მერია
გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა". სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გუშინ სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
„ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. მათ შორის, დემონტაჟი ჩაუტარდა დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ ფოტომასალას, სადაც სწორედ აღნიშნული ნაგებობაა ასახული. ამავე ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა მან აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და შენობის დემონტაჟი მერიამ გუშინ თავად განახორციელა.
ვფიქრობთ, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მედია, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს, არ უნდა ცდილობდეს მათ დეზინფორმირებას და არ უნდა ავრცელებდეს ფეიკნიუსებს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილების ფარგლებში კვლავაც განაგრძობს მუდმივ მონიტორინგს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
15 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია-თბილისის მერია
საფეხბურთო მატჩის გამო 15 ნოემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15-16 ნოემბერს, ზემო აჭარაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მამა ილია თოლორაია დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია -ირაკლი კობახიძე
ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები, მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო
ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა - წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა
ალი ასადოვსა და ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა