ვთხოვ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის დეპარტამენტს და დიდებულ პატრიოტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან-დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონსა და სხვა დემოკრატებთან.
დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატები ცდილობენ ეპშტეინის თემის გამოყენებას, რათა ყურადღება გადაიტანონ საკუთარი პრობლემებიდან.
„ახლა, როდესაც დემოკრატები იყენებენ ეპშტეინის თაღლითობას, რომელიც დემოკრატებს ეხება და არა რესპუბლიკელებს, რათა ყურადღება გადაიტანონ თავიანთი კატასტროფული გადაწყვეტილებებიდან და ყველა სხვა წარუმატებლობიდან, მე ვთხოვ გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენს დიდებულ პატრიოტებს FBI-ში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ბანკ JP Morgan Chase-თან, მრავალ სხვა ადამიანთან და ინსტიტუტთან, რათა გაირკვეს, თუ რა ხდებოდა მათ შორის", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. მედიის ცნობით, ერთ-ერთ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი მაქსველს წერს, რომ ტრამპი „მის სახლში საათობით ატარებს დროს" სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად და ტრამპს მოიხსენიებს „ძაღლად, რომელიც არ იყეფება".
დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპი და ჯეფრი ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის განმარტებით, ისინი 2000-იანი წლების დასაწყისიდან წაკამათდნენ და აღარ მეგობრობდნენ. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობადი პირის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის.
მსგავსი სიახლეები
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ 200-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე ტარიფები გააუქმა
უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაგრძელების კანონპროექტს ხელი ბოლოჯერ მოვაწერე -კაროლ ნავროცკი
უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია-ჯეი დი ვენსი
ვიქტორ ორბანი, რომელიც სხვა ლიდერებს სძულთ, შესანიშნავ საქმეს აკეთებს, იცით, რამდენი ადამიანი მიიღო თავის ქვეყანაში? ნული-დონალდ ტრამპი
ვწუხვარ იმის ნახვით, რაც მოხდა ევროპაში მიგრაციის კუთხით, ევროპა აღარ არის იგივე ადგილი, რაც იყო -დონალდ ტრამპი
ვთხოვ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის დეპარტამენტს და დიდებულ პატრიოტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან-დონალდ ტრამპი
ნატო რუსეთზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, რუსეთი ყველა არსებული საშუალებით უპასუხებს-მარია ზახაროვა
უნგრეთი ევროკომისიას რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმის გამო ევროპულ სასამართლოში უჩივლებს
ასტრიდ ლინდგრენი – ადამიანი ჩვენი ბავშვობიდან
,,პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათ, ვინც ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავზე ინფორმაცია საბერძნეთის საჰაერო ძალების სოციალური ქსელში გააზიარა''- ომერ ჩელიკი
"სომხეთის რევოლუციური ფედერაციის" პარტია გავლენის ჯაშუშურ ქსელად რჩება, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვითმენთ თუ არა სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელს ჩვენს პარლამენტში-ნიკოლ ფაშინიანი
ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კომუნიკაციას ადასტურებს
უკრაინამ ევროკავშირისგან 5,9 მილიარდი ევრო მიიღო -დენის შმიგალი
უკრაინაში ოქროს ქოთანი აფეთქდა, ზელენსკისთან დაკავშირებული საომარი მაფიის ქსელი გამოაშკარავდა-ვიქტორ ორბანი
,,საღი აზრი დაბრუნდა თეთრ სახლში და პენტაგონშიც - აღარ იქნება იდენტობის თვეები, DEI-ს ოფისები და კაბებში ჩაცმული კაცები''-პიტ ჰეგსეტი
,,ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები რუსული პასპორტების აღებას მუდმივი ცხოვრების ადგილზე შეძლებენ'' - რუსული მედია
,,მოსკოვი ხედავს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება''- დიმიტრი პესკოვი
,,საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში უმაღლეს დონეზე ავლენს ხელშეწყობას და თანამშრომლობას"''- ერდოღანი
თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ