გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა

გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო იმსჯელებს და განაჩენს ვერავინ დაემალება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა აგენტურითაა გაჯერებული.

„პროკურატურამ გიორგი გახარიას ოფიციალურად ბრალი წარუდგინა და, ჰოი, საოცრებავ, ჩვენს გახარიას, რომელიც პატრიოტი კაცი იყო, აგერ, უცხოეთი ასაქმებს თავის სტრუქტურებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი პოლიტიკა გაჯერებულია აგენტურით. შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც იძებნება, ბრალი აქვს წაყენებული, უცხო ქვეყნის, გერმანიის მთავრობა ასაქმებს. ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენს გონივრულ ეჭვზე, რომ ის უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებდა. ეს შეიმჩნეოდა მის ქმედებებში, მათ შორის ჩორჩანის ნაწილში. გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ. თქვენ იცით, რომ ამ გადაწყვეტილებით მილიონ კვადრატზე მეტი დაკარგა საქართველომ თავისი მონიტორინგის არეალიდან. შესაბამისად, ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერად წოდებული ბატონი გახარია ასე მარტივად გაშიფვრადია.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო იმსჯელებს და ვერავინ დაემალება განაჩენს. ასე ეგონა სააკაშვილსაც თავის დროზე, მაგრამ, აგერ, ციხეშია გადაბრძანებული. ყველა აგებს პასუხს კანონისა და ქვეყნის წინაშე. გახარიას მიერ მიღებული დაფინანსების სქემის მსგავსი გვყავს თავის დროზე პრეზიდენტად წოდებული, აგენტურის სტიპენდიატი სალომე ზურაბიშვილი. ანალოგიურად, მასაც ქართული ინტერესების გათელვისთვის დაუნიშნეს სტიპენდია. დღე არ გავა, ქალბატონმა სალომემ ჩვენი ქვეყანა რომ არ გააშავოს. გახსოვთ თქვენ მისი განცხადება საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც ის ჰყვებოდა, რომ თურმე მომიტინგეებს შუშაც არ ჩაუმტვრევიათო. ნახევარი პარლამენტი გადაწვეს, რამდენი ადამიანი დაასახიჩრეს, მათ შორის ძალოვანი, რომელიც კარგად აღჭურვილი იყო. აი, ასეთი მიდგომის, ასეთი ხელწერის აგენტურა ჰყავს ევრობიუროკრატიას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ზარქუამ.

 





მსგავსი სიახლეები
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს
შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე -კახა კალაძე
რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, არის გორგასლის ანდერძი, ხალხო-თამარ ჩერგოლეიშვილი
ეუთო/ოდირ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი