აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია.

მისივე განმარტებით, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო, პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, იმ პროექტითაც არ იყო გათვალისწინებული და მის მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო.

„ზოგადად, საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე, თუ არ არის გადმოცემული მიწა, თუ არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ირკვევა, ეს შენობა-ნაგებობა, რომელიც დაინგრა, იმ არდამტკიცებულ პროექტშიც არ შედიოდა. არც საპატრიარქოში შესული პროექტი არ იქნა დამტკიცებული, რადგან მიწა არ იყო ჩვენი, ანუ რაიმე მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ მანდ რაღაც შენობა იყო. აქამდე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია რაიმე ნაგებობის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყო საპატრიარქოსთან", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია, არის სიცრუე. მერის განმარტებით, განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი, მათ შორის, დაუსრულებელი მცირე ზომის ნაგებობის, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას წარმოადგენდა. ამასთან, მერიამ ფოტომასალაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული ნაგებობაა ასახული.

აღნიშნულ საკითხზე დღეს განმარტება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა: „შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე".

 





მსგავსი სიახლეები
აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს
15 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია-თბილისის მერია
საფეხბურთო მატჩის გამო 15 ნოემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15-16 ნოემბერს, ზემო აჭარაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მამა ილია თოლორაია დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია -ირაკლი კობახიძე
ხვალ, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები, მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო
ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა - წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია
12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა
თურქეთი საქართველოში საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სამაშველო ჯგუფებს აგზავნის
შს მინისტრი გეკა გელაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ჩავიდა