თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
ჩვენ ვქმნით ენერგეტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ, მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს არის სიმბოლო, როგორ შეუძლია სტრატეგიულ პარტნიორობასა და სექტორულ ინტეგრაციას, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მე-11 მინისტერიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის" შეთანხმების ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს.
მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობდენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
„ეს პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობით. ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობის საფუძველია, რომელიც შექმნის ახალ, სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის, რაც მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით ურთიერთგამაძლიერებელი იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე გააძლიერებს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფართო ევროპისთვის", - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მე-11 მინისტერიალზე მხარეებმა განიხილეს წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში. ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესის შესახებ და ისაუბრა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიმზიდველი და განხორციელებადია. აღინიშნა, რომ პროექტი შეტანილია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) 10-წლიანი განვითარების გეგმაში, ასევე ევროკომისიაში საერთო მნიშვნელობის პროექტების (PMI) წინასწარ შერჩეულ სიაში.
თბილისის მინისტერიალს აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
15 ნოემბრის უცხოური ვალუტის კურსი
Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი
"სითი მენეჯმენტ გრუპი" - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 ნოემბერს
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ნოემბრისთვის
Vintylator - თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა - ვალუტის კურსი 12 ნოემბრისთვის
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ნოემბერს
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზრდილია როგორც შემოსული გემების, ისე მიღებული ტვირთის ოდენობა-თამარ იოსელიანი
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
"იგლ ჰილს"-თან გაფორმებული შეთანხმებით საქართველოს მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა"-მარიამ ქვრივიშვილი