ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
სწორია, რასაც ეუთო გვეუბნება. შენ თუ გინდა, ცივილიზებული მეგობრების წევრი იყო, მაშინ უნდა დაემორჩილო რიგ პრინციპებს, რასაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. თუ არ გინდა, შეგიძლია, იყო შენთვის, იზოლაციურ წუმპესა და ჭაობში, არავინ არაფერს არ გეტყვის, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირ-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
გეგელიას თქმით, „ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს".
„ეს არის ნორმალიზებისკენ და საქართველოს დამკვიდრებული ტრადიციული საგარეო კურსის აღდგენისკენ ერთადერთი გზა. სხვა ფიზიკურად არ არსებობს და ვერც იარსებებს. არცერთ სხვა შემთხვევაში არ იქნება არავითარი ნორმალიზება და არავითარი ლეგიტიმაცია. რას იზამს ეს ე.წ. ხელისუფლება, ყველამ ვიცით. რა თქმა უნდა, არაფერს, რადგან მათი დავალება და მიზანია, ეს ქვეყანა მოკვდეს, როგორც თავისუფალი ქართული სახელმწიფო და გაიხაროს კორუფციულმა, ნეპოტისტურმა ჭაობმა, რომელშიც თვითონ გახდებიან მულტიმილიონრები, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა და ვისაც დარჩენა მოუწევს, სამწუხაროდ, „ქოცების" მიერ შექმნილ ჭაობში, სიღარიბესა და უპერსპექტივობაში უნდა იცხოვროს.
„ქოცი" და პოლიტიკური იდიოტიზმი სინონიმებია. „ქოცს" საკუთარი არც პრინციპი, არც ღირებულება და არც ჩარჩო არ აქვს. „ქოცი" უბრალოდ ამორფული ფენომენია, რომელიც ბატონი ბიძინას სურვილებზე აღმა-დაღმა დარბის. რაც შეეხება ეუთო-ს, რასაც ეუთო გვეუბნება, სწორია. შენ თუ გინდა, ცივილიზებული მეგობრების წევრი იყო, მაშინ რიგ პრინციპებს უნდა დაემორჩილო, რასაც ყველა სახელმწიფო ემორჩილება. თუ არ გინდა, შეგიძლია, იყო შენთვის, იზოლაციურ წუმპესა და ჭაობში. არავინ არაფერს არ გეტყვის, შეგიძლია, იცხოვრო სიღარიბესა და სიღატაკეში", - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ეუთო/ოდირ-მა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
„სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებას, უნდა აისახოს საკანონმდებლო ჩარჩოსა და შესაბამის პრაქტიკაში და ამ უფლების სხვათა უფლებებთან შეთავსების შეზღუდვების ან შეზღუდვის სხვა დასაშვები საფუძვლების განხილვისას, არასაჭირო ან არაპროპორციულ შეზღუდვებთან შედარებით, სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ხელშეწყობას", - ნათქვამია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.
მსგავსი სიახლეები
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს
შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე -კახა კალაძე
რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, არის გორგასლის ანდერძი, ხალხო-თამარ ჩერგოლეიშვილი
ეუთო/ოდირ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი