,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე

იმის მაგივრად, რომ ამ მომიტინგეებს, თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, დამკვირვებლებად ჩამოვიდნენ საქართველოში, მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ არანაირი ზომები არ უნდა მიიღო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლახან, ე.წ. მამაკაცური ძალის გამოყენებით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს - როცა ზუსტად იცი, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზეწოლა და ბულინგი შედეგიანი იყო, რომელიც ეუთო/ოდირზე მოახდინა „დიფ სთეითმა“, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეუთო/ოდირის იმ დასკვნას, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს ეხება.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ამ დასკვნასთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პასუხი ორი ნაწილისგან შედგება, მათ შორის ის, რომ „საქმე გვაქვს პოლიტიკურად სამართლიან განცხადებასთან“.

„ჩვენი პასუხი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი, ეუთო/ოდირის პოზიტიური გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით ფეხქვეშ იქნა გათელილი, უფრო მეტსაც გეტყვით, თავზე გადაახიეს იმ მეთვალყურეებისა და პერსონალების ჯგუფს, რომლებიც აღიარებდნენ და წერდნენ, რომ საქართველოში ჩატარდა მართებული, სწორი არჩევნები იმ სტანდარტით, როგორც ეს იმართება დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

მეორე- ამ მდგომარეობაში ჩაყენებულმა ეუთო/ოდირმა დღეს, მოგვმართა იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში არ უნდა უნდა მიეცნენ ადამიანები, ვინც ქვეყანაში აყალიბებენ დესტრუქციის, დესტაბილიზაციის, ექსტრემიზმის სცენარს. ეს განცხადება სხვაგვარად არანაირად იკითხება. იმის მაგივრად, რომ ამ მომიტინგეებს, თუ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, ასევე იმის მაგივრად, რომ დამკვირვებლებად ჩამოვიდნენ საქართველოში, მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ არანაირი ზომები არ უნდა მიიღო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახლახან ე.წ. მამაკაცური ძალის გამოყენებით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს. ახლახან, რამდენიმე მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველოს ცენტრალურ პროსპექტზე სისხლი დაღვრილიყო და ეუთო/ოდირი დღეს აკეთებს განცხადებას, რომ ამის წინააღმდეგ არაფერი უნდა გააკეთო. თუ დაარბია და დააშავა, მეორედაც უნდა დააშავოს და პირველ შემთხვევაში, კანონით თუ მსუბუქი ზომები გაქვს დაგეგმილი, მეორე შემთხვევაშიც კიდევ უფრო მსუბუქი უნდა იყოს და რამდენიც უნდათ, იმდენი უნდა გააკეთონ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურად სამართლიან განცხადებასთან, მომართვასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ .

მისი შეფასებით, ქვეყანაში საწინააღმდეგოა აზრის გამოთქმა არ იზღუდება.

„ვფიქრობთ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს, რომ მათ ინტერესებს იცავენ და რომ ქვეყანაში არანაირი საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა და საპროტესტო აქცია არ იზღუდება, მაგრამ როდესაც ეს გადადის ძალადობის წინა პირობაში, ამასთან დაკავშირებით ზომები უნდა გამკაცრდეს. არ შეიძლება ადამიანების ერთმა პატარ ჯგუფმა მთელი ქვეყანა შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. ეს რეალობაა და ამ რეალობას როდესაც არ ითვალისწინებ და ზუსტად იცი, რომ არჩევნები საქართველოში სამართლიანად ჩატარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ზეწოლა და ბულინგი შედეგიანი იყო, რომელიც ეუთო/ოდირზე მოახდინა „დიფ სთეითმა“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძვლების განუყოფელი ნაწილია, სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულებები, პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ ამ უფლებების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე.

ეუთო/იდირი განმარტავს, რომ მათი დასკვნის გაცნობა უნდა მოხდეს იმ სერიოზული შეშფოთების გათვალისწინებით, რომელიც ადრე გამოთქვეს ოდირმა, საერთაშორისო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, ეროვნულმა დამკვირვებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ამ და ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით - კერძოდ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ზედმეტად ზღუდავენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს, ასევე შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლო თვეებში განხორციელებული დაკავებების გათვალისწინებით, „რაც საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებისა აშკარა დარღვევაა“.





მსგავსი სიახლეები
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს
შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე -კახა კალაძე
რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, არის გორგასლის ანდერძი, ხალხო-თამარ ჩერგოლეიშვილი
ეუთო/ოდირ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -"ნაციონალური მოძრაობა"
გიორგი გახარია ბერლინში მდებარე "ჰერტის სკოლის" მკვლევარი გახდა
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონის სტაბილურობისთვის-მაკა ბოჭორიშვილი
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს -კახა კალაძე
გამჭვირვალობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელსაც ეყრდნობა დღევანდელი ხელისუფლება -ლევან ჟორჟოლიანი