სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. 

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.

პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.

ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ

ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 





მსგავსი სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
,,არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არის''- ადვოკატი
,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო
საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებული 64 პირის მიმართ ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს -პროკურატურა
გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო გახარიას ექსტრადიციას -გია ვოლსკი
მიხეილ სააკაშვილი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს
,,ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია - დაწყებულია გამოძიება''- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
სუს-მა იარაღის სამალავი აღმოაჩინა
საქართველოს პროკურატურა განცხაებას ავრცელებს