,,ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ''- ადვოკატი

 

ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

 

ადვოკატის განმარტებით, ზვიადაურს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა.

კოტრიკაძის თქმით, ზვიადაური პენიტენციურ დაწესებულებას მარტში დატოვებს.

„ზურაბ ზვიადაურსა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმება მოხდა სასჯელზე - დაახლოებით, ერთი თვის წინ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებით. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა რეალურ საქმეზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 4 წლის ვადით პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა.

დაახლოებით მარტის ბოლოს გასდის 6-თვიანი ვადა და დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას", - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

ამასთან, როგორც ზვიადაურის ადვოკატმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმება 12 ნოემბერს გაფორმდა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას გულისხმობს.

 

 





მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის პროკურატურაში ყოფილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე იკითხება
არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება-შენახვისა და გავრცელების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"ჰერმესის" თანამშრომელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
,,ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ''- ადვოკატი
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საფლავის უკანონოდ გასხვისებისთვის თბილისის მერიის შპს "ჰერმესის"ზედამხედველი დააკავა
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
ორ წლამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
,,არცერთი ძვირადღირებული ნივთი, ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არის''- ადვოკატი
,,ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს'' - ადვოკატი
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის გირაო ბინით უზრუნველყო
საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
12 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა