,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ უპრეცედენტო ინვესტიციას, რომელიც მათთვის ერთგვარი საკონტროლო გასროლა იყო.

"იმის ფონზე, რომ, ყველა სხვა მავნებლობასთან ერთად, ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ ეკონომიკა ჩამოქცეულიყო, ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკური სტაბილურობა. პირიქით, გვქონდა ეკონომიკური ზრდა და, ფაქტობრივად, საკონტროლო გასროლასავით იყო მათთვის 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის. ეს არის უპრეცედენტო და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკის იმ ეფექტებზე, რომელიც ამ პროექტს ექნება დასაქმების კუთხით, ეკონომიკური ზრდის კუთხით და მათ შორის, არა მხოლოდ ამ პროექტზე დასაქმებული კომპანიებისთვის, არამედ თანმდევი ეფექტი ექნება მომსახურების სხვა სფეროებისთვის.

ამის პარალელურად, ვხედავთ "იგლ ჰილსის" პროექტის წინააღმდეგ დარაზმულ ანტიქართული მოძრაობის ადამიანებს, რომლებსაც აბსურდული და არაფრის მთქმელი არგუმენტები მოჰყავთ იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამხელა ინვესტიციას.

რაც მთავარია, ეს ადამიანები, წესით, თავისი ბიზნეს წარმომავლობიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უნდა ხედავდნენ ამ პროექტის ეფექტიანობას, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ისინი პირდაპირ ემტერებიან, რომ ეს უმსხვილესი პროექტი განხორციელდეს. პრინციპში, ეს ადამიანები არიან თითქმის იგივე, ვინც "ნამახვან ჰესს" და სხვა უმსხვილეს ენერგოუსაფრთხოების პროექტებს უპირისპირდებოდნენ და არა მხოლოდ. ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს აქვს დიდი ნდობა ჩვენი ხელისუფლების. ყველა სხვა პროექტი, რომელიც წარმატებით განხორციელდა და მათ შორის, ის ყველაფერი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ, უკვე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა იყო სწორი. ეს აძლევს ამ ქვეყნის მომხრეებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს იმის ფიქრისა და გააზრების საშუალებას, რომ ეს პროექტიც იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის კეთილდღეობისკენ მიმართული", - განაცხადა ნინო წილოსანმა.





მსგავსი სიახლეები
,,კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს''- გრიგოლ გეგელია
,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი
,,ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება- პროექტი საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლებასრულ პასუხისმგებლობას იღებს ''- პრემიერი
,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი
,,არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.''- პრემიერი
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს
შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე -კახა კალაძე
რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, არის გორგასლის ანდერძი, ხალხო-თამარ ჩერგოლეიშვილი
ეუთო/ოდირ-ი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს
2026 წლის 1 იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
,,ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველო''- დავით მათიკაშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა