მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი
დაზარალებული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ „ჩვენ ვიდექით ისეთ ადგილზე, საიდანაც ვიღებდით და პირდაპირ დამიზნებით ხდებოდა ჩვენი მიმართულებით სროლა", - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" „ხალხის ძალის" ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა გიორგი გახარიასა და 2019 წლის 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც გაკეთდა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით, რომ არანაირი ძალის გამოყენების საჭიროება არ იყო და რომ არ იგეგმებოდა მიტინგის დაშლა.
„ფანჯრიდან, რომლიდანაც ერთად ვიყურებოდით, არ ჩანდა, რა საშუალება იყო გამოყენებული, მაგრამ როცა გავედი გვერდით ოთახში, პირდაპირ ეთერში ყველა არხზე გადაიცემოდა, რომ ადამიანებს პირდაპირ სახეში ხვდებოდათ რეზინის ტყვიები, თვალს კარგავდნენ. მე ვუთხარი, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია და აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო. ამის შემდეგაც კიდევ შემოვიდა ჩვენი თანაგუნდელი, რომელმაც იგივე გამეორა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, უამრავ ადამიანს მიღებული ჰქონდა დაზიანება", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალის" ლიდერმა ისაუბრა ჩორჩანას საქმეზეც, რომელზეც გიორგი გახარიას ასევე ბრალი აქვს წაყენებული.
„ერთი კვადრატული მეტრიც კი არის უმძიმესი დარტყმა ქვეყნისთვის და როცა ლაპარაკია მილიონ კვადრატულ მეტრზე, ბუნებრივია, რომ ამაზე პასუხისგება მოუწევს ადამიანს, ვისაც შეეძლო, ეს აეცილებინა თავიდან და ვინც, როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტერიტორია ჩვენ დაგვეკარგა.
საეჭვოა ისიც, რომ ეს არის თემა, რომელშიც ყველა ჯურის „ნაცი", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი ქვედანაყოფები და გახარია ერთ ხმაზე მღერიან, ყველა აგენტი რატომღაც ერთ პოზიციაზე აღმოჩნდა უეცრად და ეს პოზიცია არის გამართლება რუსული პოზიციის, რომელმაც 100 ჰექტარი, მილიონი კვადრატული მეტრი წაგვართვა", - განმარტა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა, ასევე ისაუბრა გიორგი გახარიასთვის „ჰერტის სკოლის" მიერ მინიჭებულ სტიპენდიაზეც.
„გახარიას აგენტობას მორიგ ჯერზე ამტკიცებს ერთი ფაქტი, როგორც ყველა აგენტი, ისიც გაიქცა უცხოეთში და მას მიანიჭეს სტიპენდია, ამ შემთხვევაში გერმანულმა „ჰერტის სკოლამ", მაგრამ ამ სკოლის უკან დგას ამერიკული NED-ი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ კაცობრიობის მტრად გამოაცხადა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ევროპაში ისინი ჩვეულებრივად საქმიანობენ", - დასძინა სოზარ სუბარმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე
,,კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს''- გრიგოლ გეგელია
,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი
,,ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება- პროექტი საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლებასრულ პასუხისმგებლობას იღებს ''- პრემიერი
,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი
,,არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.''- პრემიერი
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა