"იგლ ჰილსის" პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები"-ირაკლი ნადარეიშვილი


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი გამოეხმაურა ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „იგლ ჰილსის" პროექტებში უძრავ ქონება ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი და მათ ყიდვას საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ.


„ეს აბსურდია, რადგან წარმოუდგენელია მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ხდება უძრავი ქონების პროექტის განვითარება და იქ ყიდვის შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს. რა თქმა უნდა, სამიზნე აუდიტორია ამ პროექტებისა არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „იგლ ჰილსის" პროექტებში უძრავი ქონების ღირებულება საქართველოში არსებული ვითარების შესაბამისი იქნება. „ეს ასახული იქნება პროექტების საფასო პოლიტიკაში, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, რომ პროექტის ფასები ამოვარდნილი იყოს იმ კომერციული საწყისებიდან, რაც საქართველოში ჯდება მშენებლობა და სხვა. ამავე დროს, ვიცით „იგლ ჰილსის" ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში განვითარდა. ამდენად, მსგავსი რისკი უბრალოდ წარმოუდგენელია,"- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, კომპანიის გაყიდვების ოფისი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყველაზე წარმოსაჩენ ადგილას მდებარეობს, სადაც უძრავი ქონების ყიდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მისი ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიწყება აქტიური კამპანია და წინასწარი გაყიდვებიც.

„ძალიან მალე ჩამოიმსხვრევა ის მითი, რომ აქ არის სპეციალური საფასო პოლიტიკა. იყო საუბრები, რომ თითქოს კონტრაქტში წერია მსგავსი რამ - საერთოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება კონტრაქტში ეწეროს ნაციონალობის მიხედვით რანჟირება და კვოტების გამოყოფა. ეს ღიმილის მომგვრელია," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ნოემბერს
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის პროექტს - ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ.-კახა კალაძე
გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines 2026 წლიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
"იგლ ჰილსის" პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები"-ირაკლი ნადარეიშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
15 ნოემბრის უცხოური ვალუტის კურსი
Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი
"სითი მენეჯმენტ გრუპი" - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 ნოემბერს
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა