"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph

„სანამ უკრაინის ყურადღება პოკროვსკის დაცვისკენაა მიპყრობილი, რუსეთმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ახალი ტერიტორიები დაიპყრო და ხელში მომგებიანი პოზიციები ჩაიგდო, რითაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქებს ორეხოვსა და გულიაპოლეს ალყის შემორტყმით დაემუქრა. საფრთხის წინაშე დგას საოლქო ცენტრი ზაპოროჟიე“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან“ (ავტორი - ანტონია ლენგფორდი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა ცდილობს 630 მილის (1000 კილომეტრზე მეტი) სიგრძის ფრონტის ხაზხი სტაბილურად შეინარჩუნოს და პარალელურად დონეცკის ოლქში მის კონტროლის ქვეშ არსებული ქალაქებიც როგორმე გაამაგროს - მაგალითად, პოკროვსკი, რომელიც დღე-დღეზე დაეცემა. უკრაინის არმიის სარდლობა ჯიუტად ცდილობს უკვე დე-ფაქტოდ დაკარგული ქალაქისათვის ბრძოლას და სამხრეთიდან ჯარების დამატებით გადასროლას ახორციელებს, რითაც  ვერც პოკროვსკს ვერ ეხმარება, სამხრეთის ფრონტს კი აშიშვლებს.

თვით პროკუკრაინულად განწყობილი სამხედრო ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული რუკების მიხედვითაც ჩანს, რომ ბოლო ერთი თვის ბრძოლებით რუსებმა საკმაოდ წინ წაიწიეს - თითქმის 30 კილომეტრით.

გენერალი ალექსანდრე სირსკი, რომელიც ბოლო დრომდე პოკროვსკის დაცვის გაგრძელებას სრულიად შესაძლებლად მიიჩნევდა, 16 ნოემბერს „აზრზე მოვიდა“ და მოულოდნელად განაცხადა, რომ „სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდაო“.

ამჟამად მოსკოვის არმიისათვის ყველაზე მთავარ მიზანს პოკროვსკის სრული დაპყრობა წარმოადგენს - ზამთრის დადგომამდე, რომ უმაღლეს მთავარსარდალს ვლადიმერ პუტინს ბოლო ორი წლის განმავლობაში უდიდესი ბრძოლების წარმატებით დასრულება უპატაკოს.

პოკროვსკი უკვე „რუხ ზონაშია“ მოქცეული, რომლიც უპირატესად რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსებმა შემოდგომის სქელი ნისლით ისარგებლეს და ქალაქის უმეტეს ნაწილს დაეპატრონენ.

იმის გამო, რომ უკრაინის არმია ცოცხალი ძალის  „შიმშილს“ (ნაკლებობას) განიცდის, ხოლო პოკროვსკის დაცვის გაგრძელება სხვა ადგილებიდან ჯარების გადასროლას და ფრონტის ხაზის გაშიშვლებას იწვევს, ანუ ფრონტის სხვა მონაკვეთებს საფრთხეს უქმნის, კიევში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები ქალაქიდან უკრაინის ქვედანაყოფების გაყვანის თაობაზე.  რიგი ექსპერტების აზრით, არმიის სარდლობამ თავი უნდა აარიდოს უშედგო მსხვერპლს და მეტი ყურადღებაუნდა მიაქციოს ფრონტის სხვა მონაკვეთებს. სხვათა შორის, მეორდება ბახმუტისა და სხვა ქალაქების დაცვის დროს დაშვებული შეცდომები, როცა გენერლებს აკრიტიკებდნენ - „პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებოდით, ჯარი დროულად არ გამოიყვანეთ, რის გამოც დანაკარგებმა მოიმატესო“.

ამასობაში კი სამხრეთის ფრონტზე, რომელიც პოკროვსკისაკენ ჯარების გადასროლის გამო გაშიშვლებული აღმოჩნდა, ბოლო დღეებში რუსებმა წინ წაიწიეს. უკრაინის არმიის წარმომადგენელი იძულებული გახდა რუსეთის წინსვლა ეღიარებინა, უკანდახევა ცუდი ამინდით და რუსების საარტილერიო ცეცხლის გაძლიერებით გაამართლა, თან ხაზი გაუსვა, რომ ჯარები ახლა უფრო მტკიცედ გამაგრებულ პოზიციებზე დგანან.

სიტუაცია იმდენად ნეგატიურია უკრაინისათვის, რომ ბრძოლების რაიონში თვითონ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. მან ორეხოვოსთან და გულიაპოლესთან შექმნილ მდგომარეობას „ერთ-ერთი ყველაზე რთული“ უწოდა მთელ ფრონტზე.

სერგეი სტერნენკოს - ცნობილი უკრაინელი სამხედრო ბლოგერის აღიარებით, რუსების მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთში ფრონტის გარღვევის შედეგად, „ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე კატასტროფისკენ მიექანება... ზაპოროჟიეში და დნიპროში (ყოფილ დნეპროპეტროვსკში) რუსული ტანკების გამოჩენა უკვე დროის საკითხს წარმოადგენს“.

„ჩვენი თავდაცვა მოშლილია, მთავრობა კი ჩუმად არის“, - ასკვნის სერგეი სტერნენკო „იქს-ქსელში“.

როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ახლო მომავალში? „რუსეთის ჯარები, ალბათ, შეეცდებიან ქალაქ გულიაპოლეს ალყაში მოქცევას ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ისინი, ისევე როგორც პოკროვსკის შემთხვევაში, ქალაქის გარნიზონს იარაღით მომარაგებისა და ცოცხალი ძალის შევსების გზებს გადაუჭრიან და მცირე ჯგუფებით გარეუბნებს დაიკავებენ“, - აღნიშნულია აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (Institute for the Study of War) პროგნოზში.

 

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph
"შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს"-Financial Times
"სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?"-The Daily Telegraph
„ვიზიტი "თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა" -BBC
"ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა" -Allgemeine Zeitung
"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde
"რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში"-The Spectator
"პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული"-Deutsche Welle
"ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარეები"- რას წერს უცხოური პრესა
"პუტინმა რუს რეზერვისტებს უკრაინული დრონებისაგან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ენერგეტიკული ობიექტების დაცვა დაავალა"-The Daily Telegraph
"ტურიზმი ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული საყრდენია" - Kuwait Times
"პუტინი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას არ ჩქარობს-რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს"-Corriere della Sera
ილონ მასკის "გროკიპედია" მილიარდერის პირად ამბიციებს ემსახურება -Financial Times
ევროკავშირი აცხადებს, რომ უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრედიტით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ კიევი რუსული აქტივების ნაწილს - 140 მილიარდ ევროს მიიღებს-Politico
"ციმბირის ბრიტანული სამეფო ანალოგი": სად "გადაასახლეს" ენდრიუ, რომელიც პრინც-ჰერცოგი აღარ არის"-BBC
"ზელენსკის მიმართ ტრამპის ამომრჩევლების კეთილგანწყობა მატულობს"-The Wall Street Journal
"დონალდ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ:"გასაოცარი საუბარი", "შეფასება - 12 ქულა 10-დან", ტარიფები შემცირდება", "უკრაინაზე ერთად ვიმუშავებთ"-BBC
"უკრაინა ორ თვეში თითქმის 100 ათასმა ახალგაზრდამ დატოვა: რას ჩივიან გერმანელები?"-The Daily Telegraph
"გააფთრებული ბრძოლები პოკროვსკის ქუჩებში: ალყაშია თუ არა უკრაინის არმიის ციტადელი?"-The New York Times