17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

დღეს, "პოეტების მეფის" გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 134 წელი გავიდა.   საქართველოს სახალხო პოეტი, გალაკტიონ ტაბიძე  1891 წლის 17 ნოემბერს  კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.

1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა.

"მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი და მრავალფეროვნება შესძინა.

 

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. “პოეტების მეფემ” სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





მსგავსი სიახლეები
ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში-"ერაზმუსის" საქართველოს ოფისი
17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
ზემო აჭარაში მცხოვრები ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის სამმა კლინიკამ ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა
17 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდება არის მორიგი სიცრუე''- პენიტენციური სამსახური
,,არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც''- მეუფე შიო
,,იმედი მაქვს, ესპანეთთან თამაში აღარასდროს მოგვიწევს, თუ მაინც შევხვდით, თამაშამდე პოსტს დავტოვებ“ – ვილი სანიოლი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა-დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს
15 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია-თბილისის მერია
საფეხბურთო მატჩის გამო 15 ნოემბერს „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში ახალი მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15-16 ნოემბერს, ზემო აჭარაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი