2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება.
როგორც პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავს მოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციური ჩარჩოს გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია.
კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.
ამ მხრივ, ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო - კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებაზე
არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა-მიხაილ პოდოლიაკი
მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული სადაც ჩაიდინა, სასჯელი იქ უნდა მოიხადოს -ტატა ხვედელიანი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება
სააკაშვილის წამოყვანა ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, უკრაინაში თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით-მიხაილ პოდოლიაკი
მე ვუთხარი გახარიას, რომ კატასტროფა ხდება, რეზინის ტყვიებს ისვრიან და იქნებ გააჩერო ეს პროცესი მეთქი. მისი პასუხი იყო, რომ ეს ალბათ ძელი კადრებია, აქ რეზინის ტყვიებს არ ისვრიანო-სოზარ სუბარი
ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ორი წელი სრულდება უკვე და მას შემდეგ ყველა სამთავრობო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე
,,კობახიძემ უპასუხოს ერთ მთავარ კითხვას: რატომ უმალავს ქართველ ხალხს კონტრაქტის დეტალებს''- გრიგოლ გეგელია
,,ანტიქართული მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია ეკონომიკის ჩამოქცევა და სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ "იგლ ჰილსის" უპრეცედენტო ინვესტიციას''- ნინო წილოსანი
,,ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება- პროექტი საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლებასრულ პასუხისმგებლობას იღებს ''- პრემიერი
,, ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი''- პრემიერი
,,არავითარი ქართული მიწა არავის არ გადაეცემა.''- პრემიერი
,,არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა''- გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე
,,შანტაჟი და ქვეყნის დაზიანების მორიგი მცდელობა''- გია ვოლსკი
"ღიად მივმართავთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე გადავიდნენ" - გიორგი ბუტიკაშვილი
ნორმალურმა ხელისუფლებამ ყველა რეპრესიული კანონი უნდა გააუქმოს, ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს-გრიგოლ გეგელია
გახარიას შეეძლო, ფაქტობრივად რუსეთთან დაპირისპირებაში გადავეყვანეთ-ირაკლი ზარქუა