გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines 2026 წლიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს
საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
„ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022-2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.
ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით – მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას.
ავიაკომპანია Condor Airlines-ი 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისთვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
Roamingo-ს და ახალი თიბისი ბარათის ერთობლივი შეთავაზება
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 ნოემბერს
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა
ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის პროექტს - ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ.-კახა კალაძე
გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines 2026 წლიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს
თიბისიმ და Raiffeisen Bank International-მა საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ხელშეკრულება გააფორმეს
ახალი თიბისი ბარათებით Black Friday-ზე შეიძენთ უფრო მეტს, ვიდრე სხვა დროს
"იგლ ჰილსის" პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნებიან საქართველოს მოქალაქეები"-ირაკლი ნადარეიშვილი
თბილისში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი გაიმართა
15 ნოემბრის უცხოური ვალუტის კურსი
Eagle Hills-ის პროექტს პოზიტივისა და პლუსების მეტი არაფერი აქვს -კახა კალაძე
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრი განთავსდება
"ავიაკომპანია Air China პეკინსა და თბილისს შორის რეგულარულ პირდაპირ ფრენებს მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ყოველ სამშაბათს და შაბათს შეასრულებს"-გივი დავითაშვილი
უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისსა და პეკინს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს
"ეროვნული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიზანი ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაა"-ირაკლი ნადარეიშვილი
"სითი მენეჯმენტ გრუპი" - დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 ნოემბერს
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა